ისრაელმა “ჰამასს” მძევლების გათავისუფლებაზე ახალი წინადადება შესთავაზა
ისრაელმა “ჰამასს” მძევლების გათავისუფლებაზე ახალი წინადადებით მიმართა.
კერძოდ, თუ ბოლო დღეებში ისრაელი 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ერთკვირიან ზავს სთავაზობდა, რაზეც დაჯგუფებაზე უარი თქვეს, ამჯერად, ერთკვირიანი ზავის სანაცვლოდ – 35 მძევლის გათავისუფლება შესთავაზეს.
ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
საუბარია ძირითადად ტყვეობაში დარჩენილ ქალებზე, მოხუცებზე, ასევე, მამაკაცებზე, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა “ჰამასის” ლიდერ იაჰია სინვარს, რომელიც მოლაპარაკებებში დაჯგუფებას წარმოადგენს.