ნინო წილოსანი: სააკაშვილს ოდნავ მაინც აზრი რომ მოეკითხებოდეს, სუპერ-პაკის შექმნაზე კი არა, პოლიტიკიდან გასვლაზე უნდა ფიქრობდეს

სააკაშვილს ოდნავ მაინც აზრი რომ მოეკითხებოდეს, სუპერ-პაკის შექმნაზე კი არა, პოლიტიკიდან გასვლაზე უნდა ფიქრობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ე.წ სუპერ-პაკის იდეა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ მოიწონოს.

„სააკაშვილს ოდნავ მაინც აზრი რომ მოეკითხებოდეს, სუპერ-პაკის შექმნაზე კი არა, პოლიტიკიდან გასვლაზე უნდა ფიქრობდეს. ეჭვი მეპარება, რომ მისი ეს იდეა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყოს მოწონებული, რადგან ეს ამ პოლიტიკური პარტიებისთვის ფაქტობრივად, პოლიტიკური დასამარება იქნება“, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები