„ეს არის ერთ-ერთი იდეა, რომელიც თქვა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ დაივიწყა “ნაცმოძრაობამ” – იაგო ხვიჩა “სუპერ პაკის“ ინიციატივაზე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას პოლიტიკოსები ეხმიანებიან.

პარტია “გირჩის” თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი იდეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თქვა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაივიწყა.

“ვინაიდან ამას არ მოყვა სათანადო რეაგირება, მივხვდით, რომ ეს არის ერთ-ერთი იდეა, რომელიც თქვა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ დაივიწყა “ნაცმოძრაობამ”. ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა იგულისხმება “სუპერ პაკში”, თუ მასში რამე კარგი იგულისხმება, მზად ვარ არათუ გაერთიანებაზე, არამედ თავმჯდომარეობაზეც ვიფიქროთ, მაგრამ თუ შინაარსს თვითონ ვერ იგებენ “ნაცები”, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები