გივი მიქანაძე: მიხეილ სააკაშვილის გაჟღერებული იდეა ერთ მიზანს ემსახურება – საზოგადოებაში წარმოაჩინოს თავი, თითქოს, მისი საკითხი კვლავაც აქტუალურია
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული იდეა რეალურად მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში წარმოაჩინოს თავი, თითქოს, მისი საკითხი კვლავაც აქტუალურია, – ამის შესახებ
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
ამასთან, “ქართული ოცნების” წევრი სააკაშვილის ინიციატივას ,,აბსურდულს,, უწოდებს.
“მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული იდია აბსურდის შემცველი არის და, რეალურად, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ თვითონ რაღაც იდეები გააჟღეროს, საზოგადოებაში წარმოაჩინოს თავი, თითქოს, მისი საკითხი კვლავაც აქტუალურია. ეს არის უტოპიური, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების მხრიდან მას და მის პარტიას, მის შენაერთებს, აბსოლუტურად არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს. ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნის იდეა მიაწოდა.