IDF-ის სპიკერი: ისრაელის სამხედროებმა ზავის დასრულების შემდეგ „ჰამასის“ 2 000-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს

IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 1-ელ დეკემბერს ღაზის სექტორში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დასრულდა, ისრაელის სამხედროებმა „ჰამასის“ 2 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ომის დაწყებიდან ღაზაში დაღუპული „ჰამასის“ მებრძოლების რიცხვმა დაახლოებით 8 000-ს მიაღწია.

„ჩვენ გავზარდეთ სამხედროების რაოდენობა, რომლებიც იბრძვიან ხან-იუნისის აღმოსავლეთ ნაწილში და ჩვენ ვიბრძვით იქ მტკიცედ, ხუთი ქვეითი ბრიგადით და აქცენტს მიწისქვეშა ბრძოლებზე ვაკეთებთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები