ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო.
დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, ჩარლზის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი, ხოლო დაშავებულია ათობით პირი.