კახა კალაძე: სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს – ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრაღაში მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჩეხეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო! მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!“, – წერს კალაძე X-ზე.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, ჩარლზის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი, ხოლო დაშავებულია ათობით პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები