სალომე ზურაბიშვილი – პრაღაში მომხდარ თავდასხმაზე: ჩემი გულითადი ფიქრები მსხვერპლთან და მათ ოჯახებთანაა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრაღაში მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო. ჩემი გულითადი ფიქრები მსხვერპლთან და მათ ოჯახებთანაა“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, ჩარლზის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი, ხოლო დაშავებულია ათობით პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები