პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

პრაღის ცენტრში, ჩარლზის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC-ი ჩეხეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია 24 ადამიანი.

ამასთან, როგორც ჩეხეთის პოლიციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უნივერსიტეტში ნაპოვნია შეიარაღებული პირის ცხედარი.

თავდამსხმელი 24 წლის მამაკაცია, რომელიც ჩარლზის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასობრივი სროლა არ არის დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები