ჩეხეთის პრეზიდენტი – პრაღაში მომხდარ თავდასხმაზე: შოკირებული ვარ, მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახების მიმართ

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„შოკირებული ვარ ჩარლზის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე განვითარებული მოვლენებით. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლების მიმართ, რომლებსაც სროლა შეეხოთ. მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს უსაფრთხოების ძალების მითითებების პატივისცემისა და მაქსიმალური თანამშრომლობისთვის“, – წერს პაველი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, ჩარლზის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები