ევროკომისიის პრეზიდენტი: ღრმა სამძიმარს ვუცხადებ პრაღაში მსხვერპლთა ოჯახებს, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და ვგლოვობთ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„შოკირებული ვარ იმით, რასაც დღეს პრაღაში რამდენიმე სიცოცხლე შეეწირა. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და მთელ ჩეხ ხალხს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და თქვენთან ერთად ვგლოვობთ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, ჩარლზის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები