პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი განეიტრალებულია.
იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა.
ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.