სამი დაღუპული და ხუთი დაშავებული – რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი დაბომბეს
რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის, ქალაქ ტორეცკის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი – დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დონეცკის ოლქის პროკურატურის ცნობით, რუსეთის არმიამ ტორეცკზე შუადღით ორი ავიადარტყმა განახორციელა. დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.