ირაკლი ჩიქოვანი: ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე

ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე და გვექნება კიდევ 4 წლით ქვეყნის მმართველობის მანდატი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება მხარს უჭერს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია, შედეგი მოიტანოს.

„მგონია, ყველას კარგად ესმის, რომ ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია შედეგი მოიტანოს. ამის მაგალითი იყო ის რვა არჩევნები, რომელიც ჩვენ მოვიგეთ და რომლის საფუძველზეც ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა ქვეყნის მართვის საშუალება, როგორც ადგილობრივი ასევე, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. რა კონფიგურაციაც არ უნდა დაჯდეს დღეს, აბსოლუტურად ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე და გვექნება კიდევ 4 წლით ქვეყნის მმართველობის მანდატი. დღეს საზოგადოება ვერ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები რაიმე საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებებისთვის არიან მზად“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები