ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ღიაობა საზოგადოებას გააზრებულ გადაწყვეტილებას მიაღებინებს და 2024 წელს კვლავაც უმრავლესობაში ვიქნებით
ჩვენი ღიაობა და არსებული სურათის სწორად ჩვენება, დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებას გააზრებულ გადაწყვეტილებას მიაღებინებს და 2024 წელს კვლავაც უმრავლესობაში ვიქნებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, კანდიდატის სტატუსის ირგვლივ ყველა თემა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის მხრიდან მორიგი მანიპულაციის საგანი იქნება.
„ის, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, იყო საზოგადოებაზე ძალადობის ნათელი მაგალითი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, მათი მედიასაშუალებებისა და მათთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მივაღწიეთ სტატუსს, მივაღწიეთ ღირსეულად და იმ გულწრფელობით, რომელიც ჩვენ გვქონდა შენარჩუნებული ჩვენი თანამოქალაქეებისა და საზოგადოების წინაშე.
რაც შეეხება მომავალს, არა მხოლოდ მოლაპარაკებების გახსნის, არამედ ყველა თემა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის მხრიდან მორიგი მანიპულაციის საგანი იქნება.
ღიაობა და არსებული სურათის სწორად ჩვენება, დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებას გააზრებულ გადაწყვეტილებას მიაღებინებს და 2024 წელს ჩვენ კვლავაც უმრავლესობაში ვიქნებით“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.