„ეს არის უსუსური მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე რაღაცნაირად შენარჩუნდეს პოლიტიკური აქტუალობა“ – ირაკლი ჩიქოვანი სააკაშვილის ინიციატივაზე
„ეს არის უსუსური მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე რაღაცნაირად შენარჩუნდეს პოლიტიკური აქტუალობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შესახებ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„რეალურად, დღეს ეს პარტია არის გახრწნილი პარტია, რომელიც თავისი შინაარსითა და მმართველობის ფორმით არის თავიდან ბოლომდე დევალვირებული და მას არანაირი არსი და შინაარსი არ აქვს. საზოგადოებას ვერ სთავაზობს ვერაფერს, რაც შეიძლება მისთვის იყოს სახარბიელო და სიკეთის მომტანი. ამიტომაც, პოლიტიკური აქტივობის მიზნით არის გაჟღერებული ეს იდეები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი “სუპერ პაკი”.