ორბანმა განმარტა, თუ რატომ უწოდა პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს “სამხედრო ოპერაცია”
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განმარტა, თუ რატომ უწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს „სამხედრო ოპერაცია“.
პუტინის და ორბანის შორის მოლაპარაკება ოქტომბერში პეკინში შედგა.
ვიქტორ ორბანმა დღევანდელ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ეს არის სამხედრო ოპერაცია. ქვეყნებს ერთმანეთისთვის ომი არ გამოუცხადებიათ. ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ ომი არ არის გამოცხადებული, რადგან ასეთ დროს რუსეთის ფედერაციაში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებდი”.
ორბანის თქმით, “მოხარული იქნება”, მომავალში პუტინთან შეხვედრის დროს გამოიყენოს სიტყვა “ომი”, თუ “ამის საჭიროება ექნება”.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უახლოეს დროში პუტინთან შეხვედრას არ გეგმავს.