ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში 6 მეტოქე ჰყავს

აზერბაიჯანის ცესკომ ქვეყნის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებში 7 კანდიდატი დაარეგისტრირა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ორი თვითდასახელებული კანდიდატი – ზაჰიდ ორუჯი და ფუად ალიევი დაარეგისტრირეს.

ასევე, კენჭს იყრიან – პარტია Böyük Quruluş-ის კანდიდატი ფაზილ მუსტაფა; პარტია Böyük Azərbaycan-ის კანდიდატი ელშად მუსაევი; პარტია “სახალხო ფრონტის” წარმომადგენელი ​გუდრათ ჰასანგულიევი და “ეროვნული ფრონტის” კანდიდატი – რაზი ნურულაევი.

მანამდე, ცესკოს ილჰამ ალიევის კანდიდატურა უკვე დამტკიცებული ჰქონდა.

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები