ორბანმა განმარტა, რატომ ეშინია ნატოში უკრაინის გაწევრიანების
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში მიღების შემთხვევაში “მეორე დღესვე” ბუდაპეშტს კიევში ჯარის გაგზავნა მოუწევდა.
ამის შესახებ მან ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს Telex-ი.
ორბანმა თქვა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატოს საკითხების ჭრილში, მაგრამ არ სურს, რომ უნგრეთი ომში იყოს ჩათრეული.
მისი თქმით, ალიანსი ქვეყანასთან, რომელიც ღია სამხედრო კონფლიქტშია, არ შედის უნგრეთის ინტერესებში.
“უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, მეორე დილითვე გავაგზავნოთ ჯარები. ჩვენ ეს არ გვსურს”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.