Austrian Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ოპერირებას

ავსტრიის ლიდერი ავიახაზები – Austrian Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ოპერირებას.

ავსტრიული ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენის მიმართულებით 2024 წლის მაისიდან იფრენს.
პირდაპირი ავიარეისები საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.

Austrian Airlines-ი 60-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტია. „ლუფთჰანზა ჯგუფის“ წევრი ავსტრიის ავიახაზების გლობალური მარშრუტების ქსელი 120-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები