ჩინეთში შახტში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 12 მაღაროელი ემსხვერპლა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჰეილონჯიანგის პროვინციაში, შახტში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ 13 მაღაროელი დაშავდა, ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები