NYT: აშშ-ის კიდევ 16 შტატში მოითხოვეს, რომ ტრამპმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს
აშშ-ის კიდევ 16 შტატის სასამართლოშია შესული სარჩელი, რომ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა მონაწილეობა არ მიიღოს.
ამის შესახებ New York Times-ი იურიდიული ფირმის – Lawfare-ის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იტყობინება.
„ამჟამად, სულ მცირე, 16 შტატში განიხილება სასამართლო სარჩელები, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპს არ აქვს უფლება, ქვეყნის პრეზიდენტად იყაროს კენჭი, კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად”, – წერს გამოცემა.
სარჩელებში ნათქვამია, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში.
20 დეკემბერს კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს 2021 წლის 6 იანვრის საქმეზე არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალება. გადაწყვეტილება ძალაში 2024 წლის 5 იანვრიდან შევა, მანამდე, ტრამპის ადვოკატებს გასაჩივრების უფლება ექნებათ.