პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი: ახალი კოალიცია პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს – ბნელი დრო დადგა პოლონეთში
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანმა და საერთაშორისო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ ახალი კოალიცია პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს.
“ახალი წესრიგი [პრემიერმინისტრ] დონალდ ტუსკის მმართველობისას. ახალი კოალიცია პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს. სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. ამისათვის მათ უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა დუდამ. ტუსკმა იცის, რომ ამას დრო სჭირდება, ხოლო წარმატება გარანტირებული არ არის. ამიტომაც უნდათ ამის გაკეთება ძალით. საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე არხი უკვე გათიშულია. ბნელი დრო დადგა პოლონეთში”, – განაცხადა მარჩინ პშიდაჩმა.
New order under Donald Tusk. The new coalition is trying to take over the public television in Poland. With no legal bases. To do that they should pass the new legislation which needs to be signed by President Duda. Tusk knows that it takes time with no guarantee of success.… https://t.co/uiawbqKnlC
— Marcin Przydacz (@marcin_przydacz) December 20, 2023