“ჰამასის” ლიდერი მძევლების საკითხზე მოსალაპარაკებლად ეგვიპტეში ჩავიდა

“ჰამასის” ლიდერი, ისმაილ ჰანიე კაიროში ჩავიდა, სადაც ეგვიპტელ მაღალჩინოსნებთან მძევლების საკითხზე შეხვედრას გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი “ჰამასზე” დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჰანიეს ჩასვლა მას შემდეგ ხდება, რაც ისრაელი 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ერთკვირიან ზავს დათანხმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები