The Times: ისრაელი ლიბანში “ჰეზბოლას” წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას გეგმავს

ისრაელის სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში შეჭრის გეგმა შეიმუშავეს, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

ამის შესახებ გაზეთი The Times-ი  წერს.

გამოცემის თანახმად, IDF-ს „სურს, “ჰეზბოლას” შეიარაღებული ფორმირებები მდინარე ლიტანამდე დააბრუნოს, ორივე მხარისთვის სიმბოლური მნიშვნელობის საზღვრამდე“.

გამოცემა წერს, რომ ასეთი გეგმა ეწინააღმდეგება დასავლელი მოკავშირეების მიერ თავშეკავებისკენ მოწოდებებს.

”ისრაელის დოქტრინა მდგომარეობს იმაში, რომ ომის გადატანა სხვა მხარეს მოხდეს”, – აღნიშნა მაღალი რანგის ისრაელელმა ოფიცერმა. მისი თქმით, სახმელეთო ჯარების გადასროლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ისრაელის საგანგებო სამხედრო კაბინეტმა უნდა მიიღოს.

„7 ოქტომბრამდე არსებულ სტატუს-კვომდე დაბრუნება შეუძლებელი. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა დაამტკიცა გეგმები და დაადგინა მზადყოფნის განრიგი”,- თქვა არმიის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები