„ოცნება თუ სინამდვილე“ – ინოლა გურგულიას ამავე სახელობის კინოსცენარისა და ჩანაწერების მიხედვით შექმნილი წარმოდგენა გაიმართება
22 დეკემბერს, 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუსიკალური წარმოდგენა – „ოცნება თუ სინამდვილე“ (ერთ მოქმედებად) გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ინოლა გურგულიას ამავე სახელობის კინოსცენარისა და ჩანაწერების მიხედვით შექმნილი წარმოდგენა პირველად იდგმება სცენაზე.
წარმოდგენის მთავარი თემაა სიყვარული – გრძნობა, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლე თან სდევს.
წარმოდგენა აგებულია ინოლა გურგულიას სიმღერებსა და ჩანაწერებზე, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ბავშვები თეატრის სცენაზე შეასრულებენ.
კომპოზიტორი – ინოლა გურგულია;
ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი;
მუსიკალური ხელმძღვანელი – ია შუღლიაშვილი;
მხატვარი – ნინო ჩიტაიშვილი;
ქორეოგრაფი – გია მარღანია;
არანჟირება – თემურ მაისაშვილის;
რეჟისორის თანაშემწე – ინგა კაჭახიძე;
მონაწილეობენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ანა ზამბახიძე, ნათია კუპატაძე, ხატია მელქაძე, ეკატერინე შარიქაძე, ია შუღლიაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, იაკო ჭილაია, რატი გოგუაძე, ვანო დუგლაძე, ალექსანდრე კვეზერელი, ნიკო ნანიტაშვილი, გიორგი ოქრუაშვილი, დავით როსტომაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი, ვახტანგ ჩაჩანიძე
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები: ანა თოგოშვილი, ნანა მეტრეველი, მია მიქელაძე
ბავშვები: მარიამ დუგლაძე, კატო თავაძე, ტასო როსტომაშვილი, სესილი ჯიქურიძე, ირაკლი თავაძე, ლუკა ჩაჩხიანი.