კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი პოეტის – ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო
კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო.
„ტარიელ ჭანტურიას პოეზია და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობა ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მისი გარდაცვალებით ქართულმა ლიტერატურამ გამორჩეული პოეტი, საზოგადოებამ კი, ღირსეული ადამიანი და მოქალაქე დაკარგა.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ტარიელის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.