ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი შეათანხმა – ბოლო მომენტამდე დოკუმენტს ავსტრია ბლოკავდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მე-12 პაკეტი შეათანხმა.

დოკუმენტის დამტკიცებას ავსტრია ბლოკავდა, თუმცა, საბოლოო კენჭისყრის დროს, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, კარლ ნეჰამერმა დარბაზი მცირე ხნით დატოვა და გადაწყვეტილება მის გარეშე დამტკიცდა.

ამის შესახებ Politico-ს დიპლომატიურმა წყაროებმა განუცხადეს.

გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია,, როდის აისახება მიღწეული შეთანხმება ქაღალდზე.

რაც შეეხება ავსტრიის უკმაყოფილებას. ვენას სურდა, რომ უკრაინის ომის სპონსორთა “შავი სიიდან” Raiffeisen Bank International-ი ყოფილიყო ამოშლილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ჟესტი ადასტურებს ავსტრიის უარს რუსეთიდან Raiffeisen-ის საბანკო ჯგუფის ბიზნესის გაყვანაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები