გაერო: ღაზას სექტორი საცხოვრებლად უვარგისი ტერიტორიაა

გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ჯულიეტ თომამ ღაზას სექტორს “საცხოვრებლად უვარგისი” ტერიტორია უწოდა.

BBC News Channel-თან საუბარში მან თქვა, რომ უამინდობა ანკლავში ისედაც მძიმე პირობებს აუარესებს.

მისი თქმით, სააგენტოს ლტოლვილების დასაბინავებლად 150 ადგილი აქვს, მაგრამ მეტია საჭირო, რადგან ეს თავშესაფრები „გადატვირთულია და ადამიანებს ვეღარ იტევს”.

როგორც ჯულიეტ თომამ აღწერა, პალესტინელები აშენებენ ქოხებს ან ცხოვრობენ მანქანებში, ხოლო სააგენტოს საქმიანობა, ძირითადად, ქალაქ რაფაჰით არის შეზღუდული, ისრაელის არმიის ინტენსიური ავიაიერიშების გამო.

”საჰაერო თავდასხმების დროს დახმარების მიწოდება შეუძლებელია. არ გვაქვს წვდომა მათთან, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით”, – განმარტა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები