City Lights-ის მიხედვით დადგმული მუსიკალური წარმოდგენა გაიმართება
19 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ალბომის City Lights-ის მიხედვით დადგმული მუსიკალური წარმოდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მთავარი გმირები მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და კომპოზიტორი, დირიჟორი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი არიან. City Lights-ის საერთაშორისო პრემიერა 2023 წლის 14 მაისს ბერლინში თეატრში პოტსდამზე შედგა.
City Lights 12 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება. მათ შორის არის ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ბუენოს-აირესი, ნიუ-იორკი, თბილისი და სხვა. თითოეული ქალაქისადმი მიძღვნილ კომპოზიციას საფუძვლად უდევს ლეგენდარული ავტორების: ბახის, დვორჟაკის, შტრაუსის, ლეგრანის,
ჩაპლინის, მორიკონეს, პიაცოლას მელოდიური მასალა, რომელთა გამოყენებით ნიკოლოზ რაჭველმა შექმნა პიესები და მუსიკალური ფანტაზიები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, ახალი ტიპის დრამატურგიითა და ორიგინალური გაორკესტრებით.
სცენარის ავტორი და რეჟისორი – თეონა ჯორბენაძე; დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე; გენერალური მენეჯერი – ნინო ნახუცრიშვილი.