აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტებს, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ნატოდან ქვეყნის გაყვანა აუკრძალა

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს უკრძალავს ნატოდან შეერთებული შტატების გაყვანას სენატის თანხმობის ან კანონმდებლობის გარეშე.

ინიციატივა წამოაყენეს დემოკრატმა სენატორმა – ტიმ კეინმა და მისმა რესპუბლიკელმა კოლეგამ – მარკო რუბიომ.

დებულება ხაზს უსვამს კონგრესის ერთგულებას ნატოს ალიანსის მიმართ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკის სამიზნე მისი მმართველობის პერიოდში იყო.

ჯო ბაიდენის დროს ალიანსის მნიშვნელობა გაიზარდა, განსაკუთრებით – 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„ნატომ აჩვენა გამძლეობა უკრაინაში პუტინის ომისა და მთელს მსოფლიოში მზარდი გამოწვევების საპასუხოდ“, – თქვა კეინმა.

მისი თქმით, კანონპროექტი „ადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვანი ალიანსის მიმართ, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია“.

”ის ასევე ძლიერ სიგნალს უგზავნის მსოფლიოში ავტორიტარულ რეჟიმებს, რომ თავისუფალი სამყარო რჩება ერთიანი”, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები