კონგრესმა რუსული ბირთვული საწვავის შეძენა აკრძალა – გადაწყვეტილებას ჯო ბაიდენის ხელმოწერა აკლია

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისგან ბირთვული საწვავის შეძენას კრძალავს. ინიციატივას ახლა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კანონი  შეერთებულ შტატებში ურანის მიწოდების შიდა ჯაჭვების აღდგენისა და რუსეთზე დამოკიდებულების თანდათანობით შემცირების უფრო ფართო გეგმის ნაწილია.

ის მოითხოვს, რომ ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტმა 2027 წლის ბოლომდე აშშ-ის კომპანიებისგან წელიწადში, სულ მცირე, 20 ტონა მაღალგამდიდრებული ურანი მიიღოს (HALEU).

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთი არის შეერთებული შტატების გამდიდრებული ურანის მთავარი მიმწოდებელი, დამატებითი მარაგი მოდის გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და სხვა ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ “როსტომი” არის ევროპის ქვეყნებისთვის ბირთვული საწვავის მთავარი მიმწოდებელი, რომელიც აუცილებელია ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები