თამარ სამადაშვილის წიგნის რეპრინტის წარდგენა გაიმართება

15 დეკემბერს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში  საბავშვო მწერლის, თამარ სამადაშვილის 1955 წელს გამოცემული „პირველი ყვავილების“ რეპრინტის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თამარ სამადაშვილის (1913-1976) მოთხრობები საბჭოთა დროს სასკოლო პროგრამაში იყო ჩართული და იბეჭდებოდა მაშინდელ „დედაენაში“.
ღონისძიება ეძღვნება საიუბილეო თარიღს –  მწერლის დაბადებიდან 100 წლისთავს.
წიგნს წარადგენენ მწერლის შთამომავლები – ანა კორძაია-სამადაშვილი და ნიკო სამადაშვილი.

მისამართი: გიორგი ჭანტურიას N8

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები