თემურ გოცაძის საჩუქარი ხელოვნების სასახლეს
დღეს საქართველოს, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გამოჩენილმა მხატარმა, თემურ გოცაძემ საჩუქრად თავისი ნახატი გადმოსცა. ნახატს ”მზის ამოსვლისას” – ჰქვია და იგი მხატვრის მიერ 1992 წელს ზეთშია შესრულებული. თემურ გოცაძე 1958-1964 წლებში თბილისის სამხატრო აკადემიაში, გამოჩენილი მხატვრის აპოლონ ქუთათელაძის კლასში სწავლობდა. 1975 წელს მას საქართველოს “კომკავშირის პრემია” მიენიჭა. გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში თემურ გოცაძე საქართველოს ტელევიზიის მთავარი მხატვარი იყო.