საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მწუხარებას გამოთქვამს მწერალ ზურაბ ქარუმიძის გარდაცვალების გამო
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მწუხარებას გამოთქვამს მწერალ ზურაბ ქარუმიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებს ახლობლებს.
მწერლის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძეც.
“გარდაიცვალა ბრწყინვალე მწერალი და დიდი ინტელექტუალი, ზურაბ ქარუმიძე. გარდა შესანიშნავი რომანებისა, სრულიად დაუვიწყარია მისი ვირტუოზული ნიმუში მუსიკის და სიტყვის შენივთების – ,,ჯაზის ცხოვრება”. ამგვარ ამბებზე ასე წერა მხოლოდ კორტასარს თუ შეეძლო. ეს მასშტაბია. ძალიან ვწუხვარ”, – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც გადაღებულია 2014 წელს, როცა მწერალი ეროვნული ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახს ესტუმრა და საოცარი შეხვედრა გამართა პატარებთან.