„შეშფოთებული ვართ რისკებით, რასაც პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნის“

   ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს, ყველა პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალას, ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე, რომელიც დაფუძნებულია ახლახან განხორციელებულ მიღწევებზე. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ მარი ჰარფიმ გაავრცელა.
„შეშფოთებულები ვართ რისკებით, რასაც პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერას, რომელიც პოლიტიკური პლურალიზმის და ღია დებატების პატივისცემას უნდა მოიცავდეს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილის მარი ჰარფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური ვაშინგტონი მოუწოდებს ყველა პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალას, საქართველოში ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე და ერთობლივად იმუშაონ ქვეყნის წინსვლისთვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოებაში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები