გიორგი ფოფხაძე: ბიძინას ადგილას ამ ჟურნალისტებს გავაკრიტიკებდი კი არა, პროფესიულ საქმიანობას ავუკრძალავდი

  ბიძინას ადგილას ამ ჟურნალისტებს გავაკრიტიკებდი კი არა, პროფესიულ საქმიანობას ავუკრძალავდი, – ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ეხმაურება. როგორც ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ქართველი ჟურნალისტები „პრადვინუტი ბეცები“ არიან. ფოფხაძე ბიძინას კრიტიკას საკუთარ თავზე არ იღებს.
„ისე, ბიძინას ადგილას, ამ ჟურნალისტებს გავაკრიტიკებდი კი არა, პროფესიულ საქმიანობას ავუკრძალავდი… რაცხა „პრადვინუტებად” რომ ჩამოყალიბდნენ, ამ დროს სრული ბეცები არიან და ტელევიზიიდან ტელევიზიაში რომ დაბანდალებენ…
დღეს ერთი ტელევიზიიდან გვმოძღვრავენ… მერე მეორე ტელევიზიაში გადავლენ და იქიდან დაიწყებენ „რეჩეტატივებს”… მერე, ისევ იქ დაბრუნდებიან, საიდანაც გადმოძვრნენ და ასე….
მიდი, ბიძო, ჯიგარი ხარ, მე პირადად შენი კრიტიკა ჩემზე არც მიმიღია და არც მომიაზრებია თავი იმ ჟურნალისტების რიცხვში, რომლებზეც შენ საუბრობდი…
დავესესხები ჩემს მეგობარს რამაზ სამხარაძეს და მეც ვიტყვი: „ბატონი ბიძინა მედიის ანალიზით კი არა, მისი გაძლიერებით უნდა დაკავდეს” … გააძლიერე მედია და პირობას გაძლევ, ეს „პრადვინუტი ბეცები” მაისის თოვლივით აორთქლდებიან მედიასივრციდან. როგორც ის მედიაექსპერტობა, ქე რო „უმნი” სიფათებით გვიკითხავს ლექციებს „თავისუფალ მედიაზე” და სინამდვილეში კრუხებად არიან გადაფარებულები ყველაფერს.
გამოაცხადეს თავი (ნუ შიგნით არარა უყრიათ, მაგრამ მაინც) ქართული ჟურნალისტიკის „საზომებად და თარგებად” და მაგათ გარეშე კოვზი ვეღარ გარახუნებულა ქართულ ჟურნალისტიკაში”, – წერს ფოფხაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები