WSJ: IDF “ჰამასის” გვირაბების დატბორვას განიხილავს

ისრაელის სამხედროები იმ გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავენ, რომლებსაც “ჰამასი” ღაზას სექტორში იყენებს.

ამის შესახებ WSJ ამერიკის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

ამ მიზნით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სატუმბი სისტემა დაამონტაჟეს.

WSJ-ის ცნობით, ნოემბრის შუა რიცხვებში სამხედროებმა დაამონტაჟეს, სულ მცირე, ხუთი სატუმბი სისტემა​ ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკიდან, დაახლოებით, 1,5 კილომეტრის დაშორებით.

ჯერჯერობით გაურკვეველია, მიმართავს თუ არა IDF ამ ვარიანტს, სანამ ყველა მძევალი არ იქნება გათავისუფლებული.

ღაზას სექტორის ქვეშ გვირაბების ფართო ქსელია, რომელთა საერთო სიგრძე 500 კმ-მდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები