თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ნაფარეულის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარს უკიდია.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ.

რამ გამოიწვია ხანძარი და რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები