უკრაინაში რუსი გენერალი – ვლადიმერ ზავადსკი დაიღუპა

უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი გენერალი, რუსეთის არმიის მე-14 კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი.

მედიაში ადრე გავრცელებული ეს ინფორმაცია დღეს ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა დაადასტურა.

მისი თქმით, ზავადსკი “სპეცოპერაციის ზონაში ბრძოლის ველზე დაიღუპა”.

ზავადსკის დაღუპვის შესახებ პირველი ცნობები 28 ნოემბერს მოსკოვის სამხედრო კოლეჯის ერთ-ერთ ჩათში გამოჩნდა. ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა დაწერა, რომ გენერალი საბრძოლო ზონაში ნაღმზე აფეთქდა.

ზავადსკი უკვე მეშვიდე გენერალია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები