ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში საჰაერო დარტყმები განაახლა
ღაზას სექტორში თითქმის ერთკვირიანი ჰუმანიტარული ზავი შეწყდა. ისრაელის არმიამ საჰაერო იერიშები განაახლა.
ამის შესახებ ინფორმაციას არმიაში ადასტურებენ.
აღნიშნულია, რომ “ჰამასმა” დაარღვია “ოპერატიული პაუზის” პირობები და ისრაელის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა.
არმიაში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტა იქნა გაშვებული.