ოლაფ შოლცი – ზელენსკის: უკრაინის მომავალი ევროპაშია, გერმანია მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც შოლცი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის მომავალი ევროპაშია და გერმანია მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას.

„უკრაინის მომავალი ევროპაშია. გერმანია მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და საჭირო რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ. ზელენსკი, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით რამდენი ხანიც საჭირო იქნება!“, – წერს ოლაფ შოლცი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები