მედია: ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში სესხებითა და გრანტებით 50 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემას.

როგორც Sky News-ი იუწყება, აღნიშნული საკითხი ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა 30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განიხილა.

ევროკავშირის მთავრობები კამათობდნენ ბლოკის შემადგენელი 27 ქვეყნის გრძელვადიანი ბიუჯეტის გადახედვის გამო მას შემდეგ, რაც კომისიამ ევროკავშირის ქვეყნები მიიწვია იმისთვის, რომ დამატებითი თანხები მიეწოდებინათ ბიუჯეტისთვის, რომლის დიდი ნაწილი უკრაინისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

„ცენტრალური ნაწილი უკრაინის მხარდაჭერაა. ამას არავინ აპროტესტებს, თუნდაც სიდიდით“, – თქვა იოჰანეს ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები