„არჩევნები მხოლოდ ომის შემდეგ“ – მემორანდუმი, რომელსაც უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა

უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ქვეყანაში მომავალი არჩევნების ჩატარებას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმებას 10-12 ნოემბერს, ზაკარპატიაში, „ჟან მონეს დიალოგების“ ფორმატში მიაღწიეს.

ამ ღონისძიების შემდგომ გასაჯაროებულ დასკვნებში წერია, რომ უმაღლესი რადას ხელმძღვანელობამ, უმაღლესი რადას მე-9 მოწვევის საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეებმა და წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ „მომავალი თავისუფალი და სამართლიანი ეროვნული არჩევნები (საპარლამენტო, საპრეზიდენტო) გაიმართება ომის დამთავრების შემდეგ და საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ“.

დოკუმენტს ხელს აწერენ: დავით არახამია ფრაქცია „ხალხის მსახურიდან“, ასევე, იულია ტიმოშენკო „ბატკივშჩინიდან“, ირინა გერაშჩენკოსი ფრაქცია „ევროსოლიდარობიდან“, ალექსანდრა უსტინოვასი „ჰოლოსიდან“ და სხვების.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები