ლავროვის მონაწილეობის გამო, ეუთოს მინისტერიალს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაესწრება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შიმონ შინკოვსკი ველ სენკმა განაცხადა, რომ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალს არ დაესწრება, რადგან მასში მონაწილეობას რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი – სერგეი ლავროვი იღებს.
მანამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინის და ბალტიის ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა.
როგორც პოლონელმა მინისტრმა თქვა, ლავროვის მონაწილეობის გამო, ის შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს.
მისი განმარტებით, რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულებზე და მისთვის მიუღებელია, რომ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს შეხვედრაში, რომლის მიზანია მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება.