ბლინკენმა ეუთოს მინისტერიალი ლავროვის მისვლამდე დატოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სკოპიე, სადაც ეუთოს მინისტერიალი მიმდინარეობს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოსვლამდე დატოვა.

ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” იტყობინება.

Eurointegration-ი წერს, რომ ბლინკენის ასეთი ნაბიჯის შესახებ უკრაინული მხარისთვის ჯერ კიდევ გუშინ იყო ცნობილი.

29 ნოემბერს ბლინკენი ​სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუჯარ ოსმანის შეხვდა.

ასევე, მან სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამშიც მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც სკოპიე დატოვა.

ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში საბერძნეთის და არა ბულგარეთის გავლით ჩაფრინდა, რადგან ბოლო მომენტში სოფიაში გადაწყვიტეს, რომ რუსი დიპლომატის თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცით არ გაატარონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები