სოზარ სუბარი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შვეიცარიის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მინისტრმა ელჩს სამინისტროს ხედვა გააცნო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების და მათთვის შემოსავლის წყაროების გაჩენის შესახებ.
ასევე საუბარი შედგა ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლებაზეც.
შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები