“რუსული პროპაგანდის ნაწილია” – რადას სპიკერი ზალუჟნისა და ზელენსკის შორის კონფლიქტს უარყოფს

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ  ვალერი ზალუჟნის შორის კონფლიქტს უარყოფს.

ამის შესახებ მან ​Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

„პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის დაძაბულობის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა“, – თქვა სტეფანჩუკმა და ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ჭორები“ უწოდა.

მისი თქმით, ჭორები რუსული პროპაგანდის ნაწილია.

უცხოური მედია სულ უფრო ხშირად წერს ზელენსკის და ზალუჟნის შორის კონფლიქტის შესახებ.

ბოლო ასეთი მასალა უკრაინის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით The Economist-მა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ შორის კონფლიქტი უკვე “ღია დაპირისპირებაშია” გადაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები