“ვაგრძელებთ მუშაობას, ოჯახსა და უწყებებთან კომუნიკაციით შევაგროვებთ ინფორმაციას თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე და ანგარიშის სახით წარვადგენთ” – ლევან იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ოჯახსა და უწყებებთან კომუნიკაციით ინფორმაციას აგროვებენ.
„რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. ვფიქრობთ, ოჯახსა და უწყებებთან კომუნიკაციით შევაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ უკვე ანგარიშის სახით წარვუდგენთ საზოგადოებას. ამ ეტაპზე, მხოლოდ ეს შემიძლია, გითხრათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად 6 ნოემბერს მოკლეს.