“ვნახეთ, სადამდე მიდის მდგომარეობა, როდესაც მიგრაციის პროცესი არის მიშვებული; ეს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მაგალითზე, თუ რა რისკების წინაშე დადგა ის, რადგან ბრიუსელი თავქარიანად მოექცა მიგრაციის პროცესების მართვის მნიშვნელობას” – პაპუაშვილი
“როდესაც ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება, გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ შესაძლოა, გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, არსებული გამოწვევები აღმოვფხვრათ და, მეორე მხრივ, მომზადებული შევხვდეთ საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით შესაძლო სხვადასხვა მიგრაციულ პროცესს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას – “შსს-მ მოამზადა მორიგი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქმე ეხება მიგრაციის ეფექტიანი მართვის გაუმჯობესებას – რაზე მიუთითებს ეს ცვლილებები?”
„ჩვენ ვნახეთ, სადამდე მიდის მდგომარეობა, როდესაც მიგრაციის პროცესი არის მიშვებული და ეს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მაგალითზე, თუ რა გამოწვევებისა და რისკების წინაშე დადგა ევროკავშირი, იმიტომ რომ ბრიუსელი თავქარიანად მოექცა მიგრაციის პროცესების მართვის მნიშვნელობას. ახლა ცდილობენ ამის გამოსწორებას, საუბარია გამკაცრებაზე და რა თქმა უნდა ამის ფონზე, როდესაც ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ შესაძლოა გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, არსებული გამოწვევები აღმოვფხვრათ და მეორე მხრივ, მომზადებული შევხვდეთ საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით შესაძლო სხვადასხვა მიგრაციულ პროცესს. ამიტომ, ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.